Privacy policy
პერსონალური ინფორმაციის გამოყენების პოლიტიკა
კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. შეტყობინების მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.
ჩვენ„CapArt“-ის გუნდი, ვიღებთ პასუხისმგებლობას რომ:
• ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
• არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
• არ მოხდება თქვენი ინფორმაციის გასაჯაროება!
• ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
ვებგვერდზე რეგისტრაციისას (ასევე შეკვეთის განხორციელებისას), საიტზე განთავსებული სამომხმარებლო წესების და პირობების გაცნობითა თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით საიტზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თქვენ ასევე ადასტურებთ რომ, მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს, ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა
კლიენტის მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდების შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია სიახლეებისა და განსაკუთრებული ფასდაკლებების შეთავაზების მიზნით ინახავდეს/ამუშავებდეს აღნიშნულ მონაცემებს, რომელიც კანონმდებლობისა და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მხოლოდ მითითებული მიზნისათვის (პირდაპირი მარკეტინგი) და მომსახურების გასაწევად გამოიყენება.თქვენ უფლებამოსილებას ანიჭებთ CapArt -ს და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენი კომპანიის მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას ინფორმაცია თქვენს შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის, პირდაპირი მარკეტინგული, ასევე საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიზნებისთვის.
ე.წ. "ქუქი" ("cookie") ფაილების გამოყენების პოლიტიკა
• ჩვენს ვებ-გვერდზე ვიზიტისას cookie ფაილებზე თანხმობით თქვენ მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად აცხადებთ თანხმობას დამუშავდეს, მოგროვდეს და გაზიარდეს თქვენი ინფორმაცია "cookie" და სხვა მსგავსი ტექნოლოგიით. ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების დაწყებამდე, ჩვენ უნდა მივიღოთ თქვენგან თანხმობა "cookie" ფაილების გამოყენების შესახებ.
• "cookie" არის მცირე ზომის მონაცემი, რომელიც იგზავნება ვებ-გვერდის სერვერიდან მომხმარებლის პერსონალურ კომპიუტერზე, მობილურ ტელეფონზე, ტაბლეტზე ან სხვა სახის ელექტრონულ მოწყობილობაზე და ინახება ამ მოწყობილობის მყარ დისკზე. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებისთვის სხვადასხვა სერვისის მიწოდებისას. ბევრ სხვა სასარგებლო დატვირთვასთან ერთად, იგი საშუალებას იძლევა შეინახოს და გადაამუშავოს ინფორმაცია მომხმარებლის და მისი მოწყობილობის ქცევის შესახებ, შენახული ინფორმაციის მეშვეობით ამოიცნოს მომხმარებელი და გააუმჯობესოს შეთავაზებული სერვისი.
• შესაბამისად, ჩვენი ვებ-გვერდის მიერ "cookie" ფაილების გამოყენების მიზანს წარმოადგენს მომსახურების გაუმჯობესება, ონლაინ შოპინგის მომხმარებლისათვის გამარტივება და ვებ-გვერდის სტატისტიკური მონაცემების მიღება.
• ჩვენი ვებ-გვერდი არ იყენებს "cookie" ფაილებს მომხმარებლების შესახებ პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუმცა, გარკვეული დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება იყოს პირადი მონაცემი. მოგროვებული მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა. აღნიშნულთან დაკავშირებით გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ჩვენ მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და კონფიდენციალურად დაცვის პოლიტიკას.
• თუ გსურთ, შეზღუდოთ "cookie" ფაილები შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ აღნიშნულ წინადადებას და დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებ გვერდზე.
Capart.ge-სა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება
• კლიენტს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
• კომპანიის მესაკუთრის ი/მ ირაკლი მეფარიძე-ს პირადი ნომერი 01019076774
• კომპანია მომხმარებლებს უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება ოპერატორების მეშვეობით. დაკავშირებას შეძლებთ სოციალურ ქსელებსა და ტელეფონის ნომერზე.