ხშირად დასმული კითხვები

1. კეპის ზომა?

BlackBörk-ის ყველა ქუდი ხელმისაწვდომია OSFA სტანდარტის ზომებში, 55-61 სმ მარეგულირებლით, უნისექს დიზაინით.

2. როგორ მოვუაროთ BlackBörk-ის ქუდებს?

ქუდების ხანგრძლივი იერსახის შესანარჩუნებლად არ გირჩევთ მანქანით რეცხვას. ნესტიანი ტილოთი ნაზად გაწმენდა და რეგულარული განიავება საკმარისია მის გასაწმენდად.

3. როდის გადაეცემა ჩემი შეკვეთა საკურიეროს?

სამუშაო დღეებში 14:00 საათამდე განთავსებული შეკვეთები იგზავნება იმავე დღეს. 14:00 საათის შემდეგ განთავსებული შეკვეთები გადადის შემდეგ სამუშაო დღეს.

4. რამდენ ხანში ხდება საკურიერო მიწოდება?

თქვენ შეკვეთას 2-3 სამუშაო დღეში მიიღებთ. მიწოდების ვადა შეიძლება შეიცვალოს საკურიერო სერვისის გადატვირთვირთული სამუშო რეჟიმის ან მიწოდების შორეული არეალის მიხედვით.

5. შემიძლია თუ არა შეძენილი პროდუქტის დაბრუნება ან შეცვლა?

შეკვეთის დაბრუნება ან შეცვლა შგიძლიათ მიღებიდან 14 დღის განმავლობაში. დაბრუნებული თანხა დაგიბრუნდებათ გადახდისას გამოყენებულ ბარათზე, თქვენი ბანკის პირობებიდან გამომდინარე, დაბრუნებული ნივთის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

6. შეკვეთის გაკეთებისას არასწორად შევიყვანე მისამართი, რა უნდა გავაკეთო?

თუ თქვენი შეკვეთა ჯერ არ არის გაგზავნილი, შესაძლებელია მისამართის განახლება. ამ შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე : +995 571 23 72 46

7. რა უნდა გავაკეთო, თუ ჩემი შეკვეთა დაზიანებულია ?

ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ  მეილზე ან საკონტაქტო ნომერზე capartge@gmail.com და მიუთითოთ თქვენი შეკვეთის ნომერი. თქვენი მოთხოვნა შეფასდება უმოკლეს დროში.

8. შესაძლებელია თუ არა ქუდზე ჩემი საკუთარი დიზაინის გამოყენება?

დიახ, შეგიძლიათ ქუდის პერსონალიზება. თქვენი დიზაინი დაიბეჭდება ქუდის წინა მხარეს. თუმცა საავტორო უფლებებით დაცული კონტენტი, როგორიცაა ლოგოები, ბრენდები და ფილმების/ტელევიზიის ვიზუალური მასალები, არ დაიბეჭდება და მსგავსი შეკვეთები გაუქმდება. დამზადების  დრო გახლავთ მაქსიმუმ 2 კვირა.

9. შესაძლებელია პერსონალიზებული (სპეციალური დიზაინის) პროდუქციის დაბრუნება?

სპეციალურად თქვენთვის შექმნილი პროდუქტები პერსონალიზაციის გამო არ ექვემდებარება დაბრუნებას ან შეცვლას. გირჩევთ, შეკვეთამდე ყურადღებით გადაამოწმოთ დიზაინის ყველა დეტალი.

10. გაქვთ თუ არა სასაჩუქრე შეფუთვა?

ჩვენი ყველა პროდუქცია იგზავნება ბრენდირებული CapArt-ის ყუთით.

11. რომელ საკურიერო კომპანიასთან თანამშრომლობთ მიწოდებისთვის?

ჩვენი ყველა შეკვეთა თბილისში იგზავნება Deliveres.ge დან , ხოლო სოფლებსა და რეგიონებში ვგზავნით Onway.ge საკურიერო კომპაანის საშუალებით.

12. სად მდებარეობს თქვენი მაღზია?

შოურუმის მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი 15
სამუშაო საათები: სამუშაო დღეებში 11:00 - 19:00