მიწოდება/დაბრუნების პირობები

•    შეკვეთილი პროდუქტის მიწოდებას capart.ge ახორციელებს ქართული საკურიერო კომპანიების „ონვეის” და “დელივერერსის” მეშვეობით.

•    მისამართზე შეკვეთის ჩაბარება ხორციელდება შეკვეთისას მოწოდებული პირადი ინფორმაციის საფუძველზე, როგორიც არის: ტელეფონის ნომერი, მიმღების სახელი, გვარი და მისამართი.

•    შეკვეთის თბილისში მიწოდება ხორციელდება საკურიერო კომპანიისთვის გადაცემიდან 1 სამუშაო დღის ინტერვალში ,ხოლო სხვა ქალაქებსა და რეგიონებში 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში.

•    თუ მომხმარებლის მიერ მითითებული მისამართი არასწორია ან/და ვერ ხერხდება მომხმარებელთან დაკავშირება შეძენილი ნივთი დაუბრუნდება კომპანიას.

•    დაბრუნებული ნივთი ინახება მანამ, სანამ არ მოხდება მომხმარებელთან დაკავშირება. მიწოდება კი  ხდება მომხმარებელთან დაკავშირების შემდეგ.
•    უკან დაბრუნებისას საკურიერო ხარჯების გაზრდის შემთხვევაში გადასახადი ეკისრება მომხმარებელს.
•    შეძენისას მომხმარებელს ეძლევა საშუალება აირჩიოს მისამართიდან გატანა,რაც უფასო ალტერნატივაა პროდუქტის მიღების.მისამართი და საკონტაქტო ნომერი მომხმარებელს მიეწოდება ნებადართულ დროებთან ერთად მეილის სახით,როდესაც შეკვეთა იქნება მზად ასაღებად.

საკურიერო  სერვისით მომსახურების საფასური:
•    თბილისი - 6.5 ლარი
•    თბილისის გარე უბნები - 10₾
•    სხვა ქალაქები - 10 ლარი
•    დაბა/სოფლები - 15 ლარი

პროდუქციის შეძენის, გაცვლა/დაბრუნების პირობები:
•    საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დისტანციურად შეძენილი პროდუქცია ექვემდებარება დაბრუნებას  მიღებიდან 14 დღის განმავლობაში, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითარი ან საბანკო ამონაწერი) წარმოდგენის საფუძველზე.
•    დაბრუნებულ პროდუქტს არ უნდა ჰქონდეს იარლიყი მოხსნილი და არ უნდა იყოს დაზიანებული.თუ დაბრუნებული პროდუქტი მომხმარებლის მიერ არის დაზიანებული ან არ არის დაცული ზემოთ აღნიშნული წესები პროდუქტის დაბრუნება არ ხდება.
•    პროდუქტი იგზავნება შემოწმებული და ინახება პროდუქტის გამზადების ვიდეო მასალა.
•    შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ქვემოთ აღნიშნულ საკონტაქტო ინფორმაციით. წარმოგვიდგინეთ შეკვეთის ინფორმაცია და დამადასტურებელი დეტალები.
•    თანხის უკან დაბრუნება შეკვეთის დაბრუნებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში ხორციელდება.
•    ზომის არ მორგების შემთხვევაში შესაძლებელია ზომის გადაცვლა რისთვისაც უნდა მოგვმართოთ 14 დღის განმავლობაში,ამ შემთხვევაში პროდუქციის უკან დაბრუნებისა და ახალი პროდუქციის გაგზავნის ტრანსპორტირების ხარჯებს ანაზღაურებს მომხმარებელი,საყურადღებოა რომ არსებობს პროდუქციის ნაწილი ,რომელთა ზომის ცვლილება არ არის შესაძლებელი,რადგან შესაძლოა არ გააჩნდეს არსებულ მოდელს ზომები(მაგალითად კეპი,ქუდი და აქსესუარები) და ეს ინფორმაცია პროდუქტს აქვს დართული აღწერაში 
•    შეძენამდე სასურველია მომხმარებელმა წაიკითხოს პროდუქტის აღწერა და დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართოს ოპერატორს
•    სასურველი მოდელის რეალური ფოტო/ვიდეო მასალისთვის მიმართეთ ოპერატორს ,რათა არ წარმოიშვას პროდუქტის მახასიათებლებთან დაკავშირებული პრობლემები.
•    ზომის შერჩევისას იხელმძღვანელეთ პროდუქტის ზომების ცხრილით,რომელიც განთავსებულია პროდუქტის აღწერაში. დამათებითი კითხვებისა და რეკომენდაციებისთვის მიმართეთ ოპერატორს.
•    ვებსაიტიდან შეკვეთის გაფორმების შემთხვევაში მომხმარებელი ავტომატურად თანხმობას აცხადებს აღნიშნულ წესებსა და პირობებზე
•    ვებსაიტიდან გაფორმებული შეკვეთის გასაუქმებლად მომხმარებელს შეკვეთის გაფორმებიდან აქვს 48 საათი ,რისთვისაც მომხმარებელმა უნდა მიმართოს ოპერატორს .გაუქმებული შეკვეთის შემდეგ თანხის დაბრუნება ხდება 5 სამუშაო დღის ვადაში შემკვეთი პირის საბანკო ანგარიშზე..
•    ზემოთ აღნიშნული პირობების უგულებელყოფის შემთხვევაში capart-ი არ არის ვალდებული პროდუქტის თანხის ანაზღაურების ან სხვა პროდუქტში გადაცვლაში.