კეპის მოვლის წესები
კეპის მოვლის წესები
არ გარეცხოთ ხელით ან მანქანით
ქუდის სტრუქტურა შეიძლება დაზიანდეს და ფორმა დაკარგოს. ნესტიანი გარემო მასალის გაფუჭებას უწყობს ხელს.
არ დაუთოვოთ
მაღალი ტემპერატურა აზიანებს კეპის ზედაპირის მასალას, პლასტიკურ ელემენტებს და ლოგოს პრინტს.
არ გამოიყენოთ ქიმიური გამათეთრებელი
ქიმიკატები იწვევს ფერის შეცვლას და ქსოვილის დეფორმაციას.
მშრალი გაწმენდა რბილი ტილოთი
სასურველია კეპის გაწმენდა სუფთა, მშრალი ან ოდნავ ნესტიანი რბილი ქსოვილით. მოერიდეთ უხეშ ზეწოლას.
კეპების მოვლა ისეთივე მნიშვნელოვანი ეტაპია, როგორც მათი სწორად ტარება. არასწორმა მოვლამ შესაძლოა შეამციროს პროდუქტის სიცოცხლისუნარიანობა და დააზიანოს მისი უნიკალური დეტალები. ჩვენი კეპები მზადდება ბამბის ტილოსგან ან ბამბის და პოლიესტერის ნარევისგან, პლასტიკური ფორმის ჩათვლით. ეს ქსოვილები არის ფერადი, მტკიცე და გამძლე, მაგრამ მოითხოვს სპეციფიურ მოვლას. ამიტომ ჩვენ ვერ გაძლევთ იმის გარანტიას რომ თქვენს მიერ მათი გარეცხვისას, ის არ დაკარგავს ფერს ან არ შეიცვლის ფორმას.